იტალიის პრემიერი ტრამპს: ჩემი პოპულარობა თქვენი საქმე არ არის, გირჩევთ, თქვენსას მიხედოთ. თქვენთან მეგობრობა ამ პოპულარობას ნამდვილად არ განსაზღვრავს

იტალიის პრემიერი ტრამპს: ჩემი პოპულარობა თქვენი საქმე არ არის, გირჩევთ, თქვენსას მიხედოთ. თქვენთან მეგობრობა ამ პოპულარობას ნამდვილად არ განსაზღვრავს

ჩემი პოპულარობა თქვენი საქმე არ არის, გირჩევთ, თქვენსას მიხედოთ, - დაწერატალიის პრემიერ-მინისტრმა, ჯორჯია მელონიმ სოციალურ ქსელში, რითაც უპასუხა აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მორიგ განცხადებას, რომ ჯორჯია მელონი „იტალიაში მხარდაჭერას კარგავს“ და ახლა „აშშ-თან მეგობრობა კვლავ სურს“.

„რაც შეეხება ჩემს პოპულარობას, თქვენთან მეგობრობა მას ნამდვილად არ დახმარებია და არც ის განსაზღვრავს ამ პოპულარობას“,- აღნიშნა ჯორჯია მელონიმ.

იტალიის პრემიერი ასევე გამოეხმაურა ტრამპის ბრალდებას, რომ იტალიამ აშშ-ს ირანის წინააღმდეგ ოპერაციების დროს იტალიური სამხედრო ობიექტების გამოყენების აკრძალვით „სერიოზული ლოგისტიკური პრობლემები“ შეუქმნა. როგორც მელონიმ განაცხადა, იტალიის ტერიტორიაზე სამხედრო ბაზების გამოყენება საერთაშორისო შეთანხმებებით რეგულირდება, რომელსაც ქვეყანა ყოველთვის პატივს სცემდა.

„ეს შეთანხმებები ვერ დაირღვევა, ვიდრე მე პრემიერ-მინისტრი ვარ“, - აღნიშნავს მელონი.