პარლამენტი დღეს „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ კანონში ცვლილებებს პირველი მოსმენით, დაჩქარებული წესით განიხილავს

პარლამენტი დღეს „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ კანონში ცვლილებებს პირველი მოსმენით, დაჩქარებული წესით განიხილავს

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ კანონში ცვლილებებს პირველი მოსმენით, დაჩქარებული წესით განიხილავენ.

ცვლილებების მიზანი უცხოელების საქართველოში შემოსვლის, ცხოვრებისა და ქვეყნიდან გაძევების წესების მეტად მკაფიოდ განსაზღვრა და გამარტივებაა. კანონის მიზანია ასევე ფიქციურ ქორწინებასთან ბრძოლა, რაც, ცვლილების თანახმად, სისხლის სამართლის წესით დასჯადი გახდება.

„ცვლილებები შეეხება სტუდენტური სტატუსით მოპოვებულ ბინადრობის უფლებას, როდესაც სტუდენტს სტუდენტის სტატუსი შეუწყდება, უნივერსიტეტი ვალდებული იქნება, რომ შეატყობინოს შესაბამის ორგანოს და ასეთი არალეგალური პიროვნების გაძევება, შემდეგ უფრო გამარტივებული იქნება. მეორე ეხება ფიქტიურ ქორწინებებს, რაც სისხლის სამართლის წესით დასჯადი გახდება“, - განაცხადა საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ აკაკი ალადაშვილმა.