პრემიერ-მინისტრი პარლამენტში წლიური ანგარიშით მიმდინარე კვირის ბოლოს წარსდგება
მიმდინარე კვირის ბოლოს საქართველოს პრემიერ-მინისტრი პარლამენტში წლიურ ანგარიშს წარადგენს. წერილობითი დოკუმენტი დეპუტატებს ჯერ კიდევ ივნისის დასაწყისში გადაეგზავნათ. მასში საუბარია მთავრობის საქმიანობაზე და ინფორმაცია დარგების მიმართულებით არის მოცემული.
ანგარიშის მიხედვით, ქვეყანამ ეკონომიკური სტაბილურობა შეინარჩუნა. დოკუმენტში საუბარია მსხვილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზეც. აღნიშნულია, რომ ანაკლიის პორტის მშენებლობა გეგმით მიმდინარეობს.
რაც შეეხება საგარეო კურსს, პრიორიტეტად კვლავ ევროკავშირთან ჰარმონიზაცია და ნატოში ინტეგრაციაა დასახელებული. წარდგენილი დოკუმენტი გასული წლის პირველი ივნისიდან მიმდინარე წლის მაისის ჩათვლით პერიოდს მოიცავს.