ვლადიმერ პუტინის პრესმდივანი, დიმიტრი პესკოვი აცხადებს, რომ ვლადიმერ პუტინი და ალექსანდრ ლუკაშნეკო მინსკის მისამართით ზელენსკის მუქარის საკითხს განიხილავენ

ვლადიმერ პუტინის პრესმდივანი, დიმიტრი პესკოვი აცხადებს, რომ ვლადიმერ პუტინი და ალექსანდრ ლუკაშნეკო მინსკის მისამართით ზელენსკის მუქარის საკითხს განიხილავენ

კრემლში აცხადებენ, რომ ვლადიმერ პუტინი და ალექსანდრ ლუკაშნეკო მინსკის მისამართით ზელენსკის მუქარის საკითხს განიხილავენ. ამის შესახებ განცხადება ჟურნალისტებთან საუბრისას ვლადიმერ პუტინის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.

მისივე თქმით, ზელენსკის მუქარა ბელარუსის მიმართ წარმოადგენს სხვა ქვეყნის სუვერენიტეტის ხელყოფას.

„თქვენ იცით, რომ ბელარუსის პრეზიდნეტმა ისაუბრა ამასთან დაკავშირებით. კონტაქტები მასსა და პუტინს შორის დაგეგმილია მოკლევადიან პერსპექტივაში. ეს იქნება კარგი შესაძლებლობა, რომ ეს და სხვა საკითხები იყოს განხილული. მაგრამ, მუქარა ნამდვილად აგრესიულია – ჩარევა სხვა ქვეყნის შიდა საქმეებში, სხვა ქვეყნის სუვერენიტეტის ხელყოფა. მაგრამ, ჩვენ ეჭვი არ გვეპარება, რომ ბეალრუსის ხელმძღვანელობას, თავად ბელარუსს, შეუძლია, უზრუნვლეყოს საკუთარი სუვერენიტეტი“,- განაცცხადა პესკოვმა.

მანამდე, ვოლოდიმირ ზელენსკიმ მოუწოდა ბელარუსის პრეზიდენტს, შეწყვიტოს რუსეთის არმიისთვის საწვავის მიწოდება, წინააღმდეგ შემთხვევაში, უკრაინის პრეზიდენტი ბელარუსს საჯარო და „სხვა სახის“ ნაბიჯების გადადგმას დაჰპირდა.