მარიამ ქვრივიშვილი: ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ თემურ უგულავას გარდაცვალების გამო. მან თავისი ინოვაციური იდეებით შექმნა და დანერგა უნიკალური პროდუქტები, რომლებმაც არსებითად გააძლიერა საქართველოს პოზიციონირება საერთაშორისო ტურისტულ რუკაზე

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, მარიამ ქვრივიშვილი ბიზნესმენ თემურ უგულავას გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს. როგორც მინისტრი სოციალურ ქსელში წერს, თემურ უგულავამ თავისი ინოვაციური იდეებით განსაკუთრებული წვლილი შეიტანა ტურიზმის სექტორის განვითარებაში.

„ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ თემურ უგულავას გარდაცვალების გამო.

იგი იყო გამორჩეული, ნიჭიერი, თანამედროვე ხედვების მქონე ადამიანი, რომლის საქმიანობა მრავალი წლის განმავლობაში უკავშირდებოდა ქვეყნისთვის მნიშვნელოვან პროექტებს. მან თავისი ინოვაციური იდეებით განსაკუთრებული წვლილი შეიტანა ტურიზმის სექტორის განვითარებაში, შექმნა და დანერგა უნიკალური პროდუქტები, რომლებმაც არსებითად გააძლიერა საქართველოს პოზიციონირება საერთაშორისო ტურისტულ რუკაზე.

გულწრფელად ვუსამძიმრებ მის ოჯახს, ახლობლებს, მეგობრებსა და სრულიად საქართველოს ამ დიდი დანაკლისის გამო.“- წერს მარიამ ქვრივიშვილი.