მარკ რუტე: დღეს ევროპაში მშვიდობა არ არის

მარკ რუტე: დღეს ევროპაში მშვიდობა არ არის

დღეს ევროპაში მშვიდობა არ არის, – ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, მარკ კრუტემ განაცხადა.

რუტეს თქმით, ევროპა უკრაინაში მიმდინარე სრულმასშტაბიანი ომისა და კონტინენტზე რუსეთის მხრიდან განხორციელებული მავნებლური ჰიბრიდული თავდასხმების მზარდი რაოდენობის წინაშე დგას.

„მიუხედავად ამ მძიმე დანაკარგებისა, პუტინი ომის დასრულების არანაირ სურვილს არ გამოხატავს. პირიქით, ახლა ის ომს აძლიერებს. მოდით, გულწრფელები ვიყოთ: ჩვენი ქვეყნები სამიზნეები არიან. რუსეთის მავნე ჰიბრიდული თავდასხმების სია მთელ ევროპაში ყოველდღიურად იზრდება. ვიცით, რომ ეს თავდასხმები რუსეთში სასოწარკვეთილების ნიშანია. პუტინი უკრაინაში სასურველ შედეგს ვერ აღწევს და ამის გამო ჩვენი დასჯა სურს. პუტინს სურს ჩვენი დაშინება და გახლეჩა, მაგრამ ეს არ გამოუვა. მის მტრულ ქმედებებზე ჩვენი პასუხი კი უკრაინის კიდევ უფრო მეტად მხარდაჭერაა“- განაცხადა რუტემ.

მისივე თქმით, ევროპელ ლიდერებს „გრძელი გზა“ ელოდებათ, რადგან რუსეთის „კარგად გამართული სამხედრო მანქანა“ უახლოეს მომავალში არ შეჩერდება, ხოლო ჩინეთის სამხედრო მოდერნიზაცია და ტექნოლოგიური განვითარება შენელებას არ აპირებს.

„ზუსტად არ ვიცით, რას მოგვიტანს ხვალინდელი დღე. თუმცა ვიცით, რომ ერთმანეთს დავიცავთ და ერთზე თავდასხმა ყველას წინააღმდეგ თავდასხმას ნიშნავს. სწორედ ამ პრინციპმა და მისი დაცვის ჩვენმა ურყევმა გადაწყვეტილებამ შეგვინარჩუნამშვიდობა უკვე 75 წელზე მეტი ხნის განმავლობაში“- აღნიშნა ნატო-ს გენერალურმა მდივანმა.