ზაალ ანჯაფარიძე: მსოფლიო ბანკის კვლევის მიხედვით, საქართველოს მთავრობისადმი ნდობის მაჩვენებელი ისტორიულ მაქსიმუმამდე გაიზარდა და ქვეყანა ევროპის საუკეთესო ხუთეულში მოხვდა
ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე მსოფლიო ბანკის მიერ გამოქვეყნებულ გლობალური მმართველობის ინდიკატორებისა და პროექტ „ევრომონიტორის“ კვლევის შედეგებს სოციალურ ქსელში ეხმიანება, რომლის მიხედვითაც, საქართველოს მთავრობისადმი ნდობის მაჩვენებელმა 54.1% შეადგინა და ქვეყანამ ევროპის საუკეთესო ხუთეულში გადაინაცვლა.
როგორც ანჯაფარიძე ციტირებს, 2024 წლის შეფასებით, საქართველო მთავრობისადმი ნდობის რეიტინგში ევროპაში მე-8 პოზიციაზე იყო, 2025 წლის მონაცემებით კი საუკეთესო ხუთეულში მოხვდა.
მისი თქმით, საქართველოსთან ერთად რეიტინგის საუკეთესო ხუთეულში არიან ლუქსემბურგი, დანია, მონტენეგრო და ავსტრია, ხოლო ბოლო პოზიციებზე ნიდერლანდები, ბოსნია-ჰერცეგოვინა, საფრანგეთი და საბერძნეთი არიან.
„მსოფლიო ბანკმა გლობალური მმართველობის ინდიკატორების ფარგლებში ევროკომისიის კვლევის შედეგები გამოაქვეყნა. პროექტ ევრომონიტორის ფარგლებში ევროპის ორმოცამდე ქვეყანაში საზოგადოებრივი აზრის მასშტაბური გამოკითხვის შედეგად ნდობის რეიტინგების ინდექსები შემუშავდა. შეფასების 100%-იანი სისტემით საქართველოს მთავრობამ ახალი ისტორიული მაქსიმუმი 54.1% მიიღო და ევროპის საუკეთესო ხუთეულში დაწინაურდა. აღსანიშნავია, რომ წინა, ანუ 2024 წლის შეფასებით საქართველო მთავრობისადმი ნდობის რეიტინგით ევროპაში 8-ე პოზიციაზე იყო. 2025 წლის ევროპის საუკეთესო ხუთეული კი ასე ჩამოყალიბდა : ლუქსემბურგი, დანია, მონტენეგრო, ავსტრია და საქართველო.
მთავრობის ნდობის რეიტინგით ევროპაში ბოლო პოზიციებზე ნიდერლანდები, ბოსნია ჰერცეგოვინა, საფრანგეთი, საბერძნეთი.
ეს ის შემთხვევაა, როდესაც სჯობს თავად ციფრებმა ილაპარაკონ. ჩემი საქმეა, სწორედ ის რომ ციფრები ავალაპარაკო, როდესაც ისინი განსაკუთრებით თვალსაჩინოა.“ - წერს ანჯაფარიძე.