გიორგი კახიანი: კვლევებში, რომელსაც თავად ევროკომისია აკეთებს, ჩანს, რომ თურმე საქართველოში მდგომარეობა ბევრად უკეთესია იმ ნაწილში, რაზეც ისინი კითხვებს აჩენენ, ვიდრე ევროკავშირის ქვეყანათა უმრავლესობაში
პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე გიორგი კახიანი ევროკომისიის კვლევის შედეგებს გამოეხმაურა.
მისი თქმით, კვლევის შედეგები იმის მაჩვენებელია, რომ მოსახლეობის უდიდესი ნაწილის აზრით, მთავრობა ეფექტიანად ფუნქციონირებს.
„ეს არის იმის მაჩვენებელი, რომ მოსახლეობის უდიდესი ნაწილის აზრით, მთავრობა ეფექტიანად ფუნქციონირებს. მაშინ, როდესაც ქვეყნის გარედან ვისმენთ პრეტენზიებს, კვლევებში, რომელსაც თავად ევროკომისია აკეთებს, ჩანს, რომ თურმე საქართველოში მდგომარეობა ბევრად უკეთესია იმ ნაწილში, რაზეც ისინი კითხვებს აჩენენ, ვიდრე ევროკავშირის ქვეყანათა უმრავლესობაში“, - აღნიშნა კახიანმა.
„მსოფლიო ბანკმა“ გლობალური მმართველობის ინდიკატორების ფარგლებში ევროკომისიის კვლევის შედეგები გამოაქვეყნა. მთავრობისადმი ნდობის რეიტინგით საქართველო ევროპის საუკეთესო ხუთეულშია.