წყალტუბოში ტრადიციული სახალხო დღესასწაული „შემოდგომის წყალტუბო“ აღინიშნა

წყალტუბოში ტრადიციული სახალხო დღესასწაული „შემოდგომის წყალტუბო“ აღინიშნა

წყალტუბოში ტრადიციული სახალხო დღესასწაული „შემოდგომის წყალტუბო“ აღინიშნა. ქალაქის მთავარი დღესასწაულის ფარგლებში სხვადასხვა კულტურული და სპორტული ღონისძიება გაიმართა. წყალტუბომ დამეგობრებული ქალაქების დელეგაციებსა და საერთაშორისო კინოფესტივალის ორგანიზატორებსაც უმასპინძლა.

სახალხო ზეიმის ფარგლებში მოეწყო საგამოფენო სივრცეები, გაიმართა პერფორმანსები და თეატრალიზებული მსვლელობა. დააჯილდოვეს საპატიო მოქალაქეებიც, ასევე მადლობის სიგელებს გადაეცათ ღვაწლმოსილ პედაგოგებსა და თვითმმართველობის წარმომადგენლებს.