„თბილისობა 2026“ დასრულდა
„თბილისობა 2026“ დასრულდა. თბილისის მთავარი სახალხო დღესასწაული ორი დღის განმავლობაში 5 ლოკაციაზე აღინიშნა. რიყის პარკსა და ორბელიანის მოედანთან ერთად, სტუმრებს გუდიაშვილის მოედანი, ლეღვთახევი, ევროპის მოედანი და მეტეხის ხიდი მასპინძლობდა.
გასტრონომიული და სამეწარმეო კუთხეები, კულინარიული მასტერკლასები, საბავშვო-გასართობი სივრცეები და სხვადასხვა შემეცნებითი თუ გასართობი აქტივობა - სტუმრებს მთელი დღის განმავლობაში შესაძლებლობა ჰქონდათ, მონაწილეობა მიეღოთ სხვადასხვა აქტივობაში და თბილისობის ტრადიციული, სადღესასწაულო გარემო საკუთარ ოჯახებსა და მეგობრებთან ერთად აღენიშნათ
„თბილისობა 2026“ გალა კონცერტით დასრულდა. საზეიმო მუსიკალური საღამო ერთდროულად რიყის პარკსა და ორბელიანის მოედანზე გაიმართა, სადაც შეკრებილ მაყურებელს ცნობილი ქართველი შემსრულებლების მონაწილეობით მრავალფეროვანი მუსიკალური პროგრამა შესთავაზეს.