ნინო წილოსანი: მარტა კოსის განცხადება მიგვანიშნებს იმაზე, თუ რა ახდენას მასზე შთაბეჭდილებას და არა იმაზე, რომ ნამდვილად შთამბეჭდავი წინსვლა აქვს მოლდოვას
მარტა კოსის განცხადება მიგვანიშნებს იმაზე, თუ რა ახდენას მასზე შთაბეჭდილებას და არა იმაზე, რომ ნამდვილად შთამბეჭდავი წინსვლა აქვს მოლდოვას, - აცხადებს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ნინო წილოსანი.
დეპუტატი გამოეხმაურა კოსის განცხადებას, რომლის მიხედვით - „მოლდოვა შთამბეჭდავი ტემპით მიიწევს წინ ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე“.
„ეს არის ის კრიტერიუმი, რომლითაც თურმე ევრობიუროკრატები აფასებენ ქვეყნებს. ჩვენ იმ პარამეტრებითა და მაჩვენებლებით, რომელიც მოლდოვას აქვს, ძალიან ნათლად ვხედავთ, რომ მათთვის ეს შთამბეჭდავი მოცემულობა სრულებითაც არ არის შთამბეჭდავი“, - აღნიშნავს წილოსანი.