პაატა ბურჭულაძის შვილი ზოდელავასა და ბერიძეზე: რეჟიმთან მებრძოლმა ლიდერებმა უღირსად დაყარეს ფარ-ხმალი - მეთაურები არ უნდა ტოვებდნენ ჯარისკაცებს ბრძოლის ველზე

პაატა ბურჭულაძის შვილი ზოდელავასა და ბერიძეზე:  რეჟიმთან მებრძოლმა ლიდერებმა უღირსად დაყარეს ფარ-ხმალი - მეთაურები არ უნდა ტოვებდნენ ჯარისკაცებს ბრძოლის ველზე

პაატა ბურჭულაძის შვილი შუქრი ბურჭულაძე 4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებულების, ზოდელავას და ბერიძის მიერ საპროცესო შეთანხმების გაფორმების მოთხოვნას ეხმიანება და ამბობს, რომ მეთაურები არ უნდა ტოვებდნენ ჯარისკაცებს ბრძოლის ველზე.

ბურჭულაძე ფიქრობს, რომ მათი ეს გადაწყვეტილება ციხის სკანდალის გადაფარვის მცდელობისთვის არის მიღებული.

„ყველაფერს დავარქვათ თავისი სახელი!

სიმართლე უნდა ითქვას!

პატიმარი, რომელიც ქართული რეჟიმის აღვირახსნილობას სიცოცხლის ფასად დაუპირისპირდა, გარდაიქმნა გმირად, ხოლო რეჟიმთან მებრძოლმა ლიდერებმა უღირსად დაყარეს ფარ-ხმალი. ვფიქრობ, ეს "გადაწყვეტილება" ციხის სკანდალის გადაფარვის მცდელობისთვის არის მიღებული. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, მეთაურები არ უნდა ტოვებდნენ ჯარისკაცებს ბრძოლის ველზე“, - წერს ბურჭულაძე