სანდრო მამუკელაშვილმა „ლეიკერსთან“ ერთად სეზონი გამარჯვებით გახსნა

სანდრო მამუკელაშვილმა „ლეიკერსთან“ ერთად სეზონი გამარჯვებით გახსნა

ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში კარიერის ახალი ეტაპი დაიწყო სანდრო მამუკელაშვილმა. მან „ლოს ანჯელეს ლეიკერსში“ პირველი მატჩი ჩაატარა. ეს იყო NBA-ის წინასასეზონო შეხვედრა „საკრამენტო კინგსის“ წინააღმდეგ, რომელიც ლეიკერსელთა გამარჯვებით, 127:103 დასრულდა.

მამუ მატჩში სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო, 19 წუთი ითამაშა და ეს დრო უქმად არ დაუკარგავს: 8 ქულა, 5 პასი, 1 მოხსნა, 2 ჩაჭრა. მის ანგარიშზე 4-დან 2 სამქულიანი და 2-დან 1 ორქულიანია.

„ლეიკერსის“ ბომბარდირი ლუკა დონჩიჩი გახდა, რომელმაც 21 ქულა ჩააგდო.

მამუკელაშვილის ახალი გუნდი მომდევნო მატჩს 7 ოქტომბერს, „გოლდენ სტეიტ უორიორსის“ წინააღმდეგ გამართავს.