დევიდ მაკალისტერი: გაფართოების პროცესში განახლებული დინამიკა შეინიშნება. ევროკავშირი თანამშრომლობს გაფართოების პროცესში ჩართულ 9 ქვეყანასთან. მონტენეგრო და ალბანეთი გაწევრების პროცესში ყველაზე წინ არიან, ხოლო მოლდოვამ და უკრაინამ განსაკუთრებით მოკლე დროში მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწიეს

„გაფართოების პროცესში განახლებული დინამიკა შეინიშნება. ევროკავშირი თანამშრომლობს გაფართოების პროცესში ჩართულ 9 ქვეყანასთან. მონტენეგრო და ალბანეთი გაწევრების პროცესში ყველაზე წინ არიან წასულნი, ხოლო მოლდოვამ და უკრაინამ განსაკუთრებით მოკლე დროში მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწიეს, - განაცხადა ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ დევიდ მაკალისტერმა.

მისი თქმით, ზოგიერთი პარტნიორი ქვეყანა კვლავ გამოწვევების წინაშე დგას.

„ზოგიერთი პარტნიორი ქვეყანა კვლავ აწყდება გამოწვევებს, რომელიც დაკავშირებულია რეფორმებთან, დემოკრატიულ მმართველობასთან, კანონის უზენაესობასთან, რეგიონულ თანამშრომლობასთან და ევროკავშირის საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკასთან შესაბამისობაში მოყვანასთან“, - აღნიშნა დევიდ მაკალისტერმა.

ევროპარლამენტში გაფართოების საკითხზე საგარეო კომიტეტის შეხვედრა მიმდინარეობს. მიწვეული არ არის საქართველო.