კახა კალაძე ფონიჭალაში მომხდარ აფეთქებაზე: მუნიციპალური ლაბორატორია ახორციელებს მთლიანად საცხოვრებელი კორპუსის შესწავლას მდგრადობასთან დაკავშირებით. მობილიზებული გვაქვს სასტუმროები, უკვე ყველაფერი უზრუნველყოფილია. თუ აუცილებლობა იქნება, მთლიანად კორპუსის მოსახლეობას, 90-ვე ოჯახს დავაბინავებთ
საჭიროების შემთხვევაში ფონიჭალაში მომხდარი აფეთქების შედეგად დაზიანებული კორპუსის მოსახლეობას დროებით სასტუმროებში დააბინავებენ. ამის შესახებ შემთხვევის ადგილზე დედაქალაქის მერმა ჟურნალისებს განუცხადა
„მუნიციპალური ლაბორატორია ახორციელებს მთლიანად საცხოვრებელი კორპუსის შესწავლას მდგრადობასთან დაკავშირებით. მობილიზებული გვაქვს სასტუმროები, დროებით, უკვე ყველაფერი უზრუნველყოფილია, თუ აუცილებლობა იქნება, მთლიანად კორპუსის მოსახლეობას, 90-ვე ოჯახს დავაბინავებთ. თუ ამის საჭიროება იქნება, ეს გვეცოდინება შემოწმების შემდეგ, როდესაც მუნიციპალური ლაბორატორია დაამთავრებს სამუშაოებს. ამის შემდეგ გვეცოდინება, რამდენი ოჯახის გადაყვანა იქნება შესაძლებელი", - განაცხადა კახა კალაძემ.



