ბრენტის მარკის ნავთობის ფასმა 90 აშშ დოლარს გადააჭარბა, რაც 27 ივლისის შემდეგ ყველაზე მაღალი მაჩვენებელია

ბრენტის მარკის ნავთობის ფასმა 90 აშშ დოლარს გადააჭარბა, რაც 27 ივლისის შემდეგ ყველაზე მაღალი მაჩვენებელია

ბრენტის მარკის ნავთობის ფასმა ერთ ბარელზე 90 აშშ დოლარს გადააჭარბა, რაც 27 ივლისის შემდეგ ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.

მსოფლიო ბაზარზე მისი ღირებულება დღეს 91.3 დოლარია, რაც გუშინდელ ფასს 0.4%-ით აღემატება.

ამასთან, ფასის ზრდა შეინიშნება ამერიკულ ნედლ ნავთობზეც. ერთი ბარელი ნავთობის ღირებულება დღეს 85 დოლარია, რაც გუშინდელთან შედარებით 0.65%-ით მეტია.

ცნობისთვის, მსოფლიო ბაზარზე ნავთობის ფასი მას შემდეგ გაიზარდა, რაც დონალდ ტრამპმა ჰორმუზის სრუტის აშშ-ის ტერტორიად გამოცხადების იდეა მოიწონა.