ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიისა და საგანმანათლებლო რესურსცენტრის ორგანიზებით, ღვაწლმოსილი პედაგოგებისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიება გაიმართა

ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიისა და საგანმანათლებლო რესურსცენტრის ორგანიზებით, ღვაწლმოსილი პედაგოგებისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიება გაიმართა

ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიისა და საგანმანათლებლო რესურსცენტრის ორგანიზებით, ღვაწლმოსილი პედაგოგებისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიება გაიმართა.

მასწავლებლები მადლობის სიგელებით ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა, ზამურ ჭითანავამ, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორ ეკატერინე ხუციშვილთან, საქართველოს პარლამენტის წევრთან დავით შერაზადიშვილსა და საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი სვანიძესთან ერთად დააჯილდოვა.

ზამურ ჭითანავამ პედაგოგებს ახალგაზრდა თაობის განათლებასა და აღზრდაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისა და მრავალწლიანი ერთგულებისთვის მადლობა გადაუხადა. მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორმა ეკატერინე ხუციშვილმა კი, ღვაწლმოსილ მასწავლებლებს საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს სახელით მადლობის სიგელები გადასცა.

ღვაწლმოსილი პედაგოგების დაფასებისა და მათი მრავალწლიანი პროფესიული საქმიანობის მნიშვნელობის წარმოჩენის მიზნით, მსგავსი ღონისძიებები მთელი ქვეყნის მასშტაბით საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის ინიციატივით, მასწავლებლის ეროვნული პრემიის ფარგლებში, იმართება.

ინფორმაციას ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.