გამოკითხვა: უკრაინაში 53% მიიჩნევს, რომ ზელენსკიმ პრეზიდენტად კენჭი მეორედ აღარ უნდა იყაროს
კიევის საერთაშორისო ინსტიტუტის მიერ ჩატარებული გამოკითხვის თანახმად, გამოკითხულთა 53% მიიჩნევს, რომ უკრაინის ამჟამინდელმა პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ პრეზიდენტად კენჭი მეორედ აღარ უნდა იყაროს.
გამოკითხულთა 42% ფიქრობს, რომ ზელენსკიმ მეორედ უნდა იყაროს კენჭი, ხოლო 5%-ს პასუხი ჯერ არ აქვს.
სოციოლოგიური კვლევის თანახმად, 2023 წლის დეკემბერში ზელენსკის მეორედ არჩევას გამოკითხულთა 59% უჭერდა მხარს, ხოლო 2025 წლის დეკემბერში - 45%.
უკრაინის პრეზიდენტის რეიტინგზე ნეგატიურ გავლენას ახდენს კორუფციული სკანდალები და საკამათო საკადრო გადაწყვეტილებები.
ამასთან ერთად, გამოკითხულთა 71% საომარი მდგომარეობის დროს საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებას ეწინააღმდეგება.
პოლონური მედიის ინფორმაციით, თავად ზელენსკის ადრე უთქვამს, რომ მეორე ვადით კენჭისყრას არ აპირებს.
„თუ ჩვენ რუსებთან ომს დავასრულებთ, მზად ვარ მეორე ვადით კენჭი აღარ ვიყარო, იმიტომ რომ არჩევნები ჩემი თვითმიზანი არ არის“, - აღნიშნა ზელენსკიმ.
ზელენსკის მხარდაჭერის რეიტინგის ვარდნის მიუხედავად, ის მომავალი არჩევნების ერთ-ერთ ყველაზე რეალურ კანდიდატად რჩება, იუწყება მედია.