ეთერ ლიპარტელიანი მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონია

ეთერ ლიპარტელიანი მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონია

ეთერ ლიპარტელიანი მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონია. მან ზედიზედ მეორედ იჭიდავა მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში და კიდევ ერთი მედალი მოუტანა საქართველოს.

ბაქოში მიმდინარე ძიუდოს მსოფლიოს ჩემპიონატის მესამე საშეჯიბრო დღეს ეთერ ლიპარტელიანმა (-57 კგ) ფინალი იაპონელ აკარი ომორთან დათმო და ვერცხლის მედალი მოიპოვა.