ლაშა ბექაურმა მსოფლიო ჩემპიონატზე გამოსვლა გამარჯვებით დაიწყო
აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში მიმდინარე ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატზე პირველი გამარჯვება მოიპოვა ლაშა ბექაურმა (90 კგ). ორგზის ოლიმპიურმა ჩემპიონმა სამხრეთკორეელ ძიუდოისტს, სონგს იპონით მოუგო. ტურნირის მერვედფინალშივე ლაშას პოტენციური მეტოქე იაპონელი სანშირო მურაოა. მანამდე ქართველი სენეგალელ რაიან დაკოსტას დაუპირისპირდება.
ამავე წონაში დღეს იასპარეზებს კიდევ ერთი ქართველი ძიუდოისტი – ლუკა მაისურაძე. ტატამიზე ქალთა შორის გამოვა ნინო გულბანი (70კგ).
დღეს შეჯიბრებაზე წინასწარი შეხვედრები 10:30 საათზე დაიწყო, ფინალური ბლოკი კი 18:00 საათზე გაიმართება.
მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების ანგარიშზე სამი მედალია – მსოფლიო ჩემპიონი ტატო გრიგალაშვილი (81 კგ) გახდა, ეთერ ლიპარტელიანმა (57 კგ) – ვერცხლის, ხოლო გიორგი სარდალაშვილმა (60 კგ) ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.