დავით მათიკაშვილი: ჩვენი, როგორც სუვერენული ქვეყნის, ერის უფლებაა, საქართველომ სასამართლო წესით განსაზღვროს პარტიათა ის ჩამონათვალი, რომელიც თავის საქმიანობით ანტიკონსტიტუციურ შინაარსს ატარებს
ჩვენი, როგორც სუვერენული ქვეყნის, ერის უფლებაა, საქართველომ სასამართლო წესით განსაზღვროს პარტიათა ის ჩამონათვალი, რომელიც თავის საქმიანობით ანტიკონსტიტუციურ შინაარსს ატარებს, - განაცხადა საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ დავით მათიკაშვილმა ევროპარლამენტში, საქართველოს შესახებ გამართულ დებატების კომენტირებისას
მისივე თქმით, საზოგადოებამ სამარცხვინო სურათი იხილა - მხოლოდ 20 ევროდეპუტატის მონაწილეობით „იყო კვლავ გაჟღერებული ერთი და იგივე, თითიდან გამოწოვილი ბრალდებები“.
„სამარცხვინო სურათი იხილა საზოგადოებამ. ფაქტობრივად, ევროპარლამენტის ცარიელ დარბაზში, რომელშიც 720 დეპუტატი ეტევა, მხოლოდ 20 დეპუტატის ფარგლებში იყო კვლავ გაჟღერებული ერთი და იგივე, თითიდან გამოწოვილი ბრალდებები - იუკნევიჩიენე და საქართველოს დაუზიანებელი მეგობრები კვლავ აჟღერებდნენ იმ სახის ბრალდებებს, რომელსაც არანაირი საფუძველი არ გააჩნია.
ჩვენი, როგორც სუვერენული ქვეყნის, ერის უფლებაა, საქართველომ სასამართლო წესით განსაზღვროს პარტიათა ის ჩამონათვალი, რომელიც თავის საქმიანობით ანტიკონსტიტუციურ შინაარსს ატარებს. შესაბამისად, არის წარმოუდგენელი მსგავსი თავდასხმა, მსგავსი ჩარევა საქართველოს შიდა საქმეებში“, - განაცხადა მათიკაშვილმა.
საქართველოს საკითხზე დებატები ევროპარლამენტში, ფაქტობრივად ცარიელ დარბაზში გაიმართა. ევროპარლამენტართა ნაწილი ისევ მიხეილ სააკაშვილისა და ოპოზიციის აქტივისტების გათავისუფლებას ითხოვს, მოთხოვნათა ჩამონათვალშია სანქცია ხელისუფლების მიმართ.