მედია: უკრაინამ ტვერის ოლქში რუსული ფრთოსანი რაკეტებისთვის საწვავის კომპონენტების მწარმოებელი ქარხანა დაბომბა

მედია: უკრაინამ ტვერის ოლქში რუსული ფრთოსანი რაკეტებისთვის საწვავის კომპონენტების მწარმოებელი ქარხანა დაბომბა

უკრაინელმა სამხედროებმა რუსეთის ტვერის ოლქზე იერიში მიიტანეს. წინასწარი ინფორმაციით, თავდასხმის ერთ-ერთი სამიზნე საწარმო იყო, რომელიც რუსული ფრთოსანი რაკეტებისთვის Х-55 და Х-101 საწვავის კომპონენტებს აწარმოებს, იუწყება უკრაინული მედია.

ადგილობრივების ცნობით, ტვერის ოლქში რედკინოს ექსპერიმენტული ქარხნის მიმდებარე ტერიტორიაზე აფეთქებების ხმა და კვამლი შენიშნეს.

საწარმო დეცილინ-М-ის სარაკეტო საწვავის კომპონენტებს, ასევე დიზელის საწვავისა და საავიაციო ნავთის დანამატებს აწარმოებს. ქარხანა 2026 წლის თებერვალშიც გახდა უკრაინული თავდასხმის სამიზნე.

უკრაინელებმა რუსეთის სხვა რეგიონში, ბელგოროდის ჩრდილოეთით მდებარე ნავთობის საცავზეც, მიიტანეს იერიში, იუწყება უკრაინული მედია.

ამ დროისთვის მიყენებული ზარალის მასშტაბი უცნობია.