ირაკლი ჭეიშვილი ნანა ყეინიშვილზე:სალომე ზურაბიშვილს არაერთი მსგავსი თანამდებობის პირი ჰყავს თავის დროზე წარდგენილი
ირაკლი ჭეიშვილი ნანა ყეინიშვილზე:სალომე ზურაბიშვილს არაერთი მსგავსი თანამდებობის პირი ჰყავს თავის დროზე წარდგენილი
სალომე ზურაბიშვილს არაერთი მსგავსი თანამდებობის პირი ჰყავს თავის დროზე წარდგენილი, - განაცხადა „ქართული ოცნების“ წევრმა ირაკლი ჭეიშვილმა ნანა ყეინიშვილის საქმეზე საუბრისას.
მისი თქმით, ზურაბიშვილის ფაქტორი ქვეყნისთვის პრობლემა იყო თავის დროზეც და პრობლემაა არა მხოლოდ ახლა.
„ჩვენ არაერთხელ განვაცხადეთ, რომ არ არსებობს თანამდებობა, მოქმედი თუ ყოფილი თანამდებობის პირი, ვისაც ექნება გადაცდომა, რეაგირება აუცილებად იქნება მყისიერი. არც ახლა აყოვნებს პროკურატურა. დაველოდოთ გამოძიებას.
ზურაბიშვილის ფაქტორი პრობლემა იყო თავის დროზეც და არა მხოლოდ ახლა. აქედან გამომდინარე ზუსტად ზურაბიშვილის პროტეჟე იქნება მსგავსი ადამიანი, ვინც მსგავსი საქმიანობით იქნება დაკავებული“, - განაცხადა ჭეიშვილმა.
პროკურატურა, ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის ნანა ყეინიშვილის სამეწარმეო საქმიანობაში შესაძლო უკანონო მონაწილეობის გარემოებებს შეისწავლის.
2023 წელს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრად ნანა ყეინიშვილის კანდიდატურა პარლამენტს სალომე ზურაბიშვილმა წარუდგინა.