მარიამ ლაშხი: ნაურუს ძალიან კარგი მაგალითი არსებობს და მან გაიწვია საქართველოს ოკუპირებული რეგიონების „დამოუკიდებელ სახელმწიფოებად“ აღიარება. სხვა ქვეყნებთანაც ვაგრძელებთ ამ მიმართულებით საუბარს
ვხედავთ, რომ ნაურუს ძალიან კარგი მაგალითი არსებობს და მან გაიწვია [საქართველოს ოკუპირებული რეგიონების (აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის) „დამოუკიდებელ სახელმწიფოებად“] აღიარება. სხვა ქვეყნებთანაც ვაგრძელებთ ამ მიმართულებით საუბარს, - განაცხადა პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ, მარიამ ლაშხმა.
დეპუტატმა ტანზანიაში ვიზიტზე ისაუბრა.
„საუბარი შეეხებოდა [საპარლამენტთაშორისო კავშირის ასამბლეის ფარგლებში გამართულ შეხვედრებზე] როგორც აღიარების გაწვევას. ვხედავთ, რომ ნაურუს ძალიან კარგი მაგალითი არსებობს და მან გაიწვია [საქართველოს ოკუპირებული რეგიონების (აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის) „დამოუკიდებელ სახელმწიფოებად“] აღიარება. სხვა ქვეყნებთანაც ვაგრძელებთ ამ მიმართულებით საუბარს. მნიშვნელოვანი იყო ასევე იმ კუთხით, რომ გაერო-ს რეზოლუციებზე ტენდენცია არის საკმაოდ პროგრესული. უფრო და უფრო მეტი ქვეყნის მხარდაჭერა აქვს ჩვენს რეზოლუციებს და ესეც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი განსახილველი საკითხი იყო ორმხრივ შეხვედრებზე“, - აღნიშნა ლაშხმა.
აფრიკაში, ტანზანიის ქალა არუშაში საპარლამენტთაშორისო კავშირის ასამბლეა გრძელდება. დღეს, მსოფლიო პარლამენტების ყველაზე დიდი გაერთიანების მონაწილეები ახალ თავმჯდომარეს აირჩევენ. განაცხადი გაკეთებული აქვს ავსტრალიას, ჩილეს და აზერბაიჯანს. არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს საქართველოს დელეგაცია პარლამენტის თავმჯდომარის ხელმძღვანელობით.