დავით თამაზაშვილი ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის ძირითადი ჯგუფის ხელმძღვანელის ახლად დანიშნულ მოადგილეს შეხვდა

დავით თამაზაშვილი ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის ძირითადი ჯგუფის ხელმძღვანელის ახლად დანიშნულ მოადგილეს შეხვდა

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის უფროსმა დავით თამაზაშვილმა შეხვედრა გამართა ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) ძირითადი ჯგუფის ხელმძღვანელის ახლად დანიშნულ მოადგილესთან, ენეს გურჩანსთან.

გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე მხარეებმა ნატო-საქართველოს პრაქტიკული თანამშრომლობის საკითხებსა და ერთობლივ გეგმებზე იმსჯელეს. განსაკუთრებულად აღინიშნა, თურქეთის რესპუბლიკის წვლილი ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის საზღვაო უსაფრთხოების ინიციატივის ფარგლებში გათვალისწინებული ღონისძიებების გატარებაში.

სასაზღვრო პოლიციის უფროსმა ენეს გურჩანს სამომავლო საქმიანობაში წარმატებები უსურვა და ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) ძირითად ჯგუფს სასაზღვრო პოლიციის შესაძლებლობების განვითარებაში აქტიური მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს სასაზღვრო პოლიციის უფროსის პირველი მოადგილე, მოადგილეები და სასაზღვრო პოლიციის სხვა ხელმძღვანელი პირები, ასევე ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის საზღვაო უსაფრთხოების ინიციატივის ლიდერი თურქან ოზთურქი.

ინფორმაციას სასაზღვრო პოლიცია ავრცელებს.