დიმიტრი პესკოვი აცხადებს, რომ დონალდ ტრამპმა უკრაინას ახალი მეთაურის არჩევა შესთავაზა, რადგან ვოლოდიმირ ზელენსკი კონფლიქტის დასასრულებლად პოლიტიკურ ნებას არ ავლენს

დიმიტრი პესკოვი აცხადებს, რომ დონალდ ტრამპმა უკრაინას ახალი მეთაურის არჩევა შესთავაზა, რადგან ვოლოდიმირ ზელენსკი კონფლიქტის დასასრულებლად პოლიტიკურ ნებას არ ავლენს

კრემლის პრესსპიკერი დიმიტრი პესკოვი აცხადებს, რომ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა უკრაინას ახალი მეთაურის არჩევა შესთავაზა, რადგან ვოლოდიმირ ზელენსკი კონფლიქტის დასასრულებლად პოლიტიკურ ნებას არ ავლენს.

„ტრამპმა თქვა, რომ მისი აზრით, ახალი პრეზიდენტის დროა. რატომ? იმიტომ, რომ უკრაინის პრეზიდენტმა ომის შესაჩერებლად ძალიან საპასუხისმგებლო და ძალიან რთული გადაწყვეტილებები უნდა მიიღოს. ან ზელენსკი აიღებს ასეთ პასუხისმგებლობას და გამოავლენს ასეთ პოლიტიკურ ნებას, ან არა“,- აღნიშნა პესკოვმა.

მისივე თქმით, უკრაინის პრეზიდენტს ამის გაკეთება ჯერ არ სურს.