პოლონეთში დონალდ ტუსკზე თავდასხმის მცდელობაში ეჭვმიტანილი დააკავეს
პოლონეთში დააკავეს კაცი, რომელიც პრემიერ-მინისტრ დონალდ ტუსკზე თავდასხმის მცდელობაშია ეჭვმიტანილი. ცნობა სოციალურ ქსელში ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრმა გაავრცელა, თუმცა საქმის დეტალების შესახებ კომენტარი არ გაუკეთებია.
მანამდე კი ვრცელდებოდა ცნობა, რომ იგეგმებოდა თავდასხმა პრემიერ ტუსკსა და თავდაცვის მინისტრზე.