ანდრეი სიბიგა: რუსეთმა ენერგეტიკული ზავი გამოცხადებისთანავე დაარღვია

ანდრეი სიბიგა: რუსეთმა ენერგეტიკული ზავი გამოცხადებისთანავე დაარღვია

ანდრეი სიბიგას განცხადებით, რუსეთმა შტატების პრეზიდენტის მიერ დაანონსებული ენერგეტიკული ზავი მისი გამოცხადებისთანავე დაარღვია. შესაბამისი განცხადება უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა და განაცხადა, რომ მომხდარის შესახებ თავის გერმანელ კოლეგას, იოჰან ვადეფულს შეატყობინა.

„რუსეთმა ენერგეტიკული ზავი მისი გამოცხადებისთანავე დაარღვია“, - დაწერა სიბიგამ.

რუსეთის საოკუპაციო ძალებმა იერიში ხარკოვის ოლქში მიიტანეს. ჭურვი მაღაზიის წინ აფეთქდა. დაიღუპა 3 ადამიანი, 9 კი დაშავდა. უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, თავდასხმას ტერორი უწოდა. რუსეთს მიმართულებით იერიშებს განაგრძობს უკრაინაც.