ჩრდილოეთ კორეამ აღმოსავლეთის ზღვის მიმართულებით რამდენიმე ბალისტიკური რაკეტა გაუშვა
ჩრდილოეთ კორეამ აღმოსავლეთ სანაპიროზე ამოუცნობი ტიპის რაკეტები გამოცადა. იაპონიის სანაპირო დაცვის ცნობით ჭურვები ზღვაში ჩავარდა.
ვარაუდობენ რომ ფხენიანმა ბალისტიკური ჰიპერხმოვანი რაკეტები გაუშვა. ოფიციალური ტოკიოს განცხადებით, მსგავსი აქტივობა რეგიონში მშვიდობასა და უსაფრთხოებას ემუქრება.