საქართველოს ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი ევროპასა და ცენტრალურ აზიაში მსოფლიო ბანკის ვიცე-პრეზიდენტს შეხვდა

საქართველოს ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი ევროპასა და ცენტრალურ აზიაში მსოფლიო ბანკის ვიცე-პრეზიდენტს შეხვდა

საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის წლიური შეხვედრების ფარგლებში, ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი ევროპასა და ცენტრალურ აზიაში მსოფლიო ბანკის ვიცე-პრეზიდენტ ანტონელა ბასანის შეხვდა.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით მიმდინარე და სამომავლოდ დაგეგმილ პროექტებს და შემდგომი პერიოდის თანამშრომლის ჩარჩოს შემუშავებას. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა დაკავშირებადობის გაძლიერებისა და ქვეყნის სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის განვითარების მიმართულებით, ბანკის მიერ გამოყოფილი თანხების მნიშვნელობაზე, მათ შორის, ანაკლიის პორტის და მასთან დაკავშირებული ინფრასტრუქტურის მიმართულებით.

ხაზი გაესვა მიმდინარე წლის ივნისში ხელმოწერილი „ტრანსკასპიური სატრანსპორტო დერეფანი — საქართველოს ხელმისაწვდომობისა და ტრანსპორტის გაუმჯობესების პროექტის“ მნიშვნელობას შუა დერეფნის ეფექტიანობის გაზრდის უზრუნველყოფისთვის.

ფინანსთა მინისტრმა მსოფლიო ბანკის ვიცე-პრეზიდენტს, კიდევ ერთხელ, მადლობა გადაუხადა საქართველოს ეკონომიკური განვითარების საქმეში შეტანილი წვლილისთვის და იმედი გამოთქვა, რომ თანამშრომლობა კვლავ აქტიურად გაგრძელდება.

შეხვედრას დაესწრო ფინანსთა მინისტრის მოადგილე ეკატერინე გუნცაძე.

საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის წლიური შეხვედრები 12-18 ოქტომბერს, ტაილანდის დედაქალაქ ბანგკოკში იმართება.

ინფორმაციას ფინანსთა სამინისტრო ავრცელებს.