რატი იონათამიშვილი პაველ ჰერჩინსკიზე: სამწუხარო ფაქტია, რომ ევროკავშირის ელჩი საქართველოში იცავს არა ევროპულ ღირებულებებს და ევროკავშირის ინტერესებს, არამედ ასრულებს იმ ევრობიუროკრატების დავალებებს, რომლებიც საქართველოში ძალადობისა და სიძულვილის წახალისებას ცდილობენ

სამწუხარო ფაქტია, რომ ევროკავშირის ელჩი საქართველოში იცავს არა ევროპულ ღირებულებებს და ევროკავშირის ინტერესებს, არამედ ასრულებს იმ ევრობიუროკრატების დავალებებს, რომლებიც საქართველოში ძალადობისა და სიძულვილის წახალისებას ცდილობენ, - განაცხადა ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ რატი იონათამიშვილმა კახეთში გამართულ ევროპის დღესა და ელჩ პაველ ჰერჩინსკის მიერ გაკეთებულ განცხადებაზე საუბრისას.

მისივე თქმით, ე.წ. ევროპული დღეები ძალადობის ტირაჟირებაა.

„ეს ე.წ. ევროპული დღეები, მათი მხრიდან სინამდვილეში არის ძალადობის ტირაჟირება და უფრო მეტად სიძულვილის დღეები შეგვიძლია დავარქვათ. ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს იმ ღირებულებით კრიზისს, რომლისკენაც ევროკავშირი ამ ბიუროკრატების ძალისხმევით ასეთი ტემპებით მიექანება“, - განაცხადა იონათამიშვილმა.

ევროკავშირის საელჩოს მიერ ორგანიზებულ ევროპის დღის ღონისძიებაზე, კახეთში, უკრავდა და მღეროდა ჯგუფი, რომელმაც ქართველ ხალხს შეურაცხყოფა მიაყენა, ევროკავშირის ელჩი კი, ჯგუფის შესრულებულზე ცეკვავდა. სცენიდან ისმოდა ერთ-ერთი კომპოზიციაც, რომელსაც საპროტესტო აქციებზე აჟერებდნენ. აღსანიშნავია, რომ ჰერჩინსკი არ გამიჯვნია ჯგუფის შეურაცხმყოფელ გზავნილებს და გუშინ კიდევ ერთხელ გამოუცხადა მხარდაჭერა მუსიკოს „კორძის“, რომლის განცხადებებმაც ასევე მილიონზე მეტი ქართველი შეურაცხყო.