Axios: ტრამპი ზელენსკიზე ძალზე გაბრაზებულია და მიაჩნია, რომ ის აშშ-ის დახმარებას როგორც მოცემულობას, ისე აღიქვამს

Axios: ტრამპი ზელენსკიზე ძალზე გაბრაზებულია და მიაჩნია, რომ ის აშშ-ის დახმარებას როგორც მოცემულობას, ისე აღიქვამს

გამოცემა Axios-ი წერს, რომ ტრამპი ზელენსკიზე ზეწოლას აძლიერებს, რუსეთ კი უკრაინაზე თავდასხმებს განაგრძობს. გამოცემის ინფორმაციით, აშშ-ის პრეზიდენტი უკრაინელ კოლეგაზე გაბრაზებულია და სურს, რომ ზელენსკიმ ჯერ რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე დარტყმები შეწყვიტოს და მხოლოდ ამის შემდეგ დაიწყოს მოლაპარაკებები უკრაინის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე შეტევების შეწყვეტის შესახებ.

„ტრამპი ძალზე გაბრაზებულია. მას მიაჩნია, რომ ზელენსკი აშშ-ის დახმარებას როგორც მოცემულობას, ისე აღიქვამს“, - განუცხადა Axios-ს წყარომ თეთრი სახლიდან.