შალვა პაპუაშვილი: დღევანდელი ევროკავშირის ბიუროკრატია საბჭოთა კავშირს გვახსენებს. როგორც მოსკოვი რაღაც რესპუბლიკებს უყურებდა მეორეხარისხოვან წევრებად, ზუსტად ასეთი დამოკიდებულება ჩანს დღეს ბრიუსელიდან საქართველოს მიმართ, რომ ვართ არ შემდგარი სახელმწიფო, რომელზეც შეიძლება გამოვიდეს რიგითი კომისარი, რომელიც არავის არ აურჩევია და ქართველი ხალხის მიერ არჩეულ ხელისუფლებას ესაუბროს იმ ტონით, რომლითაც ქალბატონი კოსი გვესაუბრება
ეს არ არის ორმაგი სტანდარტი, ეს არის ის პოლიტიკა, რომელიც ბრიუსელს აქვს, რომ არსებობენ მაღალი და დაბალი ხარისხის საზოგადოებები. არსებობს მაღალი ევროკავშირის საზოგადოება, რომლისთვისაც კანონის უზენაესობა დასაცავია, რომლისთვისაც კონსტიტუციური წყობა დასაცავი არის. არსებობენ ევროპული პატრიციები და ვარსებობთ პლებეები, რომლებსაც ზემოდან უნდა გვიყურონ და ის, რაც იუპიტერისთვის ანუ ევროკავშირისთვის არის მისაღები ის ჩვენი პლებეებისთვის და ხარებისთვის მიუღებელი უნდა იყოს. ეს გამოიხატება სტრუქტურულ გადაწყვეტილებებშიც, - ასე ეხმაურება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე საფრანგეთში მიმდინარე მოვლენებს და მასზე ევრობიუროკრატიის დუმილს.
შალვა პაპუაშვილის თქმით, ათასობით დაკავებულ და დაშავებულ არასრულწლოვანზე ევრობიუროკრატებს რეაქცია არ აქვთ, სამაგიეროდ საქართველოში აქციების მიმდინარეობის დროს იყვნენ აღშფოთებულები.
„ამ დღეებში სწორედ ამაზე მიდის მსჯელობა, რომ ახალ წევრებს თუ მიიღებენ, მიიღებენ, როგორც მეორეხარისხოვან წევრებს იმიტომ, რომ არ ექნებათ თანაბარი ხმის უფლება სხვა წევრებთან შედარებით, რითაც პირდაპირ გვაჩვენებენ დამოკიდებულებას პატრიციებისა და პლებეების გამიჯვნისა. ევროკავშირის სამწუხაროდ უბრუნდება ათასწლეულების წინ არსებულ კლასობრივ მიდგომას რომის იმპერიაში. ესეც ევროპა იყო, მონათმფლობელობაც იყო იმ პერიოდში. არ ვიცი ეს თუ არის მარტა კოსის გაგებით ევროპული ღირებულება, რომ კლასებად უნდა დაყო საზოგადოებები, ხალხები და ქვეყნები ჩავთვალოთ, რომ ეს მისი გაგებაა.
თუ კი ევროკავშირის ელჩი საქართველოს შემთხვევაში პირდაპირ ითხოვდა სანქციებს ხელისუფლების წინააღმდეგ, ახლა ვხედავთ, რომ მაშინ როდესაც საფრანგეთში 6 ათასი ადამიანია დაკავებული, აქედან 90% არის არასრულწლოვანია, სკოლის მოსწავლეები არიან დაკავებულები, აქედან ერთმა სკოლის მოსწავლემ ხელის მტევანი დაკარგა, რამდენიმემ მხედველობა. ვხედავთ როგორ ბრუტალურად მოქმედებს პოლიცია მოქალაქეების მიმართ, ამის საპასუხოდ ევროკავშირის ელჩისგან გვესმის, რომ აქციის მონაწილეების ძალადობას გმობს.
ეს მდგომარეობა მივიღეთ ჩვენ. ამიტომაც ვამბობთ, რომ საბჭოთა კავშირს გვახსენებს დღევანდელი ევროკავშირის ბიუროკრატია. როგორც მოსკოვი რაღაც რესპუბლიკებს უყურებდა მეორეხარისხოვან წევრებად, ზუსტად ასეთი დამოკიდებულება ჩანს დღეს ბრიუსელიდან კანდიდატი ქვეყნების მიმართ, საქართველოს მიმართ, რომ ვართ შეუმდგარი, ჩამოუყალიბებელი, არ შემდგარი სახელმწიფო, რომელზეც შეიძლება გამოვიდეს რიგითი კომისარი, რომელიც არავის არ აურჩევია და ქართველი ხალხის მიერ არჩეულ ხელისუფლებას ესაუბროს იმ ტონით, რომლითაც ქალბატონი კოსი გვესაუბრება“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.