ზელენსკი- თუ რუსეთი ამ ზამთარს ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე თავდასხმების შეწყვეტას არ დათანხმდება, ჩვენ სათანადო პასუხს გავცემთ
ზელენსკი აცხადებს, რომ თუ მოსკოვს კიევის მიერ რუსულ ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე იერიშების შეწყვეტა სურს, მაშინ თავადაც უნდა შეწყვიტოს დარტყმები უკრაინის საკვანძო ინფრასტრუქტურაზე
„ჩვენ მზად ვართ პატივი ვცეთ ცეცხლის შეწყვეტას, თუ რუსეთიც მზად იქნება იმავეს გასაკეთებლად. თუ ისინი თანახმა არიან, ჩვენც თანახმა ვართ“,-დასძინა მან.
„თუ რუსეთი ამ ზამთარს ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე თავდასხმების შეწყვეტას არ დათანხმდება, ჩვენ სათანადო პასუხს გავცემთ. სწორედ ამიტომ გამოიწვია გუშინ ამერიკის პრეზიდენტის პოსტმა რეალური ინტერესი და იმედი იმისა, რომ ცეცხლის შეწყვეტა შესაძლოა მართლაც ამოქმედდეს“,- განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.