კახა კალაძე საფრანგეთში მიმდინარე აქციებზე: მოგისმენიათ, რომ ევროპარლამენტის რომელიმე წარმომადგენელს ან მაღალი თანამდებობის პირს დაეგმო, რაც ხდება საფრანგეთში?

კახა კალაძე საფრანგეთში მიმდინარე აქციებზე: მოგისმენიათ, რომ ევროპარლამენტის რომელიმე წარმომადგენელს ან მაღალი თანამდებობის პირს დაეგმო, რაც ხდება საფრანგეთში?

მოგისმენიათ, რომ ევროპარლამენტის რომელიმე წარმომადგენელს ან მაღალი თანამდებობის პირს დაეგმო, რაც ხდება საფრანგეთში? საქართველოში კი ძალადობრივ ჯგუფებს უწოდებდნენ მშვიდობიან აქციას. ეს არის ორმაგი სტანდარტი, - ასე პასუხობს თბილისის მერი კახა კალაძე ჟურნალისტის კითხვას საფრანგეთში მიმდინარე აქციებთან დაკავშირებით ევროპელი პოლიტიკოსების დამოკიდებულებაზე.

„ეს არის ჩვეულებრივი ორმაგი სტანდარტი. მოგისმენიათ, რომ ევროპარლამენტის რომელიმე წარმომადგენელს ან მაღალი თანამდებობის პირს დაეგმო ის ყველაფერი, რაც ხდება საფრანგეთში, ბრიუსელში? არ ყოფილა არც ერთი განცხადება. საქართველოსთან დაკავშირებით კი, იმ ძალადობრივ ჯგუფებს უწოდებდნენ მშვიდობიან აქციას.

ეს არის სხვაობა და ამას ხალხი ხომ ხედავს? მერე უკვირთ, რატომ აქვს საზოგადოების უმრავლესობას ნეგატიური დამოკიდებულება ამ ვითომ ევროპელ პოლიტიკოსებზე, რომელთაც საკუთარი აზრი არ გააჩნიათ, რასაც დაავალებენ, რასაც ეტყვის „დიფ სთეითი“, იმას აკეთებენ და იმ განცხადებებით შემოიფარგლებიან“, - განაცხადა კახა კალაძემ.