ღვაწლმოსილ მასწავლებელთა დაჯილდოება საქართველოს მასშტაბით გრძელდება

ღვაწლმოსილ მასწავლებელთა დაჯილდოება საქართველოს მასშტაბით გრძელდება

მასწავლებლის ეროვნული პრემიის ფარგლებში, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის ინიციატივით, საქართველოს ყველა რეგიონში ღვაწლმოსილ პედაგოგებს აჯილდოებენ.

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ, ნინო ბეგლარაშვილმა, სამინისტროს სახელით, მადლობის სიგელები ამჯერად შიდა ქართლის რეგიონის ღვაწლმოსილ მასწავლებლებს გადასცა.

დაჯილდოების ღონისძიებას ესწრებოდნენ შიდა ქართლის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული სიმონ გულედანი, პარლამენტის წევრი ირაკლი მეზურნიშვილი, საქართველოში იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი იძიშუკა ჰიდეკი, ასევე ადგილობრივი ხელისუფლებს წარმომადგენლები და სასულიერო პირები.

მინისტრის ინიციატივა მიზნად ისახავს საქართველოს ყველა რეგიონში ღვაწლმოსილი პედაგოგების მრავალწლიანი შრომის დაფასებასა და მათი პროფესიული საქმიანობის აღიარებას.

მასწავლებლის ეროვნული პრემიის დასკვნითი ღონისძიება 27 ოქტომბერს, ქალაქ ქუთაისში გაიმართება.