ევროპაში ნატოს ძალების მთავარსარდალი: თუ ვინმე იმდენად სულელი აღმოჩნდება, რომ თავს დაგვესხას, ჩვენ ვიბრძოლებთ - ჩვენ შევაჩერებთ თავდასხმას და არ მივცემთ მათ საშუალებას, მიაღწიონ თავიანთ მიზნებს, რა მიზნებიც არ უნდა იყოს ეს
თუ ვინმე იმდენად სულელი აღმოჩნდება, რომ თავს დაგვესხას, ჩვენ ვიბრძოლებთ - ჩვენ შევაჩერებთ თავდასხმას და არ მივცემთ მათ საშუალებას, მიაღწიონ თავიანთ მიზნებს, რა მიზნებიც არ უნდა იყოს ეს, - განაცხადა აშშ-ის გენერალმა ალექსუს გრინკევიჩმა, ევროპაში ნატოს მოკავშირეთა ძალების უმაღლესმა მთავარსარდალმა.
„მოკლედ რომ ვთქვათ, ჩვენ უზრუნველვყოფთ, რომ ნებისმიერი თავდასხმა ნებისმიერი მოკავშირის წინააღმდეგ სრულიად ამაო აღმოჩნდეს“, - აღნიშნა მან.
გრინკევიჩმა დეტალურად განმარტა ის, რასაც მან ალიანსზე შეიარაღებული თავდასხმის მოგერიების „გამარჯვების თეორია“ უწოდა.
„ნება მომეცით, ერთი რამ ძალიან ნათლად განვმარტო: მე არ მივიჩნევ, რომ კონფლიქტი გარდაუვალია ან უახლოეს მომავალში მოსალოდნელია. ეს ასე არ არის“, - განაცხადა გრინკევიჩმა.
გრინკევიჩმა აღნიშნა, რომ ნატოს მოკავშირეებს, მტკიცებულებების მოპოვებისთანავე, სწრაფად მართებთ პასუხისმგებლობის რუსეთისთვის დაკისრება და მოსკოვისთვის იმის ნათლად ჩვერნება, რომ ის ზღვარს ვერ გადავა.
„მნიშვნელოვანია, რომ მოკავშირეებმა გააგრძელონ კონსულტაციები, იფიქრონ იმაზე, თუ როგორ შეგვიძლია პასუხის გაცემა, და დარწმუნდნენ, რომ რუსებს მკაფიოდ და მოკლედ ვუგზავნით სიგნალს იმის შესახებ, თუ სად გადის ჩვენი წითელი ხაზები“, - თქვა მან.
გრინკევიჩმა დასძინა, რომ უფრო მასშტაბური თავდასხმის შემთხვევაში, ნატო გადამჭრელად იმოქმედებს მოწინააღმდეგის შესაჩერებლად, ხოლო საჭიროების შემთხვევაში - გაანადგურებს მის უნარს, გააგრძელოს ბრძოლა.