დავით ჩიხელიძე: მთავრობის და ვიცე-პრემიერის აქტიური მუშაობის შედეგად, საქართველო ახალ სატრანსპორტო მარშრუტზე გასასვლელად და საერთაშორისო ლოგისტიკურ ქსელში საკუთარი როლის გაძლიერებისთვის ემზადება

დავით ჩიხელიძე: მთავრობის და ვიცე-პრემიერის აქტიური მუშაობის შედეგად, საქართველო ახალ სატრანსპორტო მარშრუტზე გასასვლელად და საერთაშორისო ლოგისტიკურ ქსელში საკუთარი როლის გაძლიერებისთვის ემზადება

მთავრობის და ვიცე პრემიერის აქტიური მუშაობის შედეგად, საქართველო ახალ სატრანსპორტო მარშრუტზე გასასვლელად და საერთაშორისო ლოგისტიკურ ქსელში საკუთარი როლის გაძლიერებისთვის ემზადება, - წერს სოციალურ ქსელში ექსპერტი დავით ჩიხელიძე.

მისივე თქმით, ამ პროცესში განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტს, რომელიც საქართველოს შესაძლებლობას მისცემს, გაზარდოს საზღვაო ტვირთების მიღებისა და გადამუშავების პოტენციალი და კიდევ უფრო მნიშვნელოვანი ადგილი დაიკავოს ევროპისა და აზიის დამაკავშირებელ სატრანსპორტო დერეფანში.

„ამ მიმართულებით საქართველო უკვე მუშაობს ჩინეთი-ყირგიზეთი-უზბეკეთის ახალი სატრანსპორტო მარშრუტის განვითარებაშიც. ამ მარშრუტთან დაკავშირება ქვეყანას ახალ შესაძლებლობებს გაუხსნის, ხელს შეუწყობს ტვირთბრუნვის ზრდას, ინვესტიციების მოზიდვას და საერთაშორისო ვაჭრობიდან მიღებული სარგებლის გაზრდას. ანაკლიის პორტის განვითარება ამ მიზნის მიღწევაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი იქნება, რადგან თანამედროვე საპორტო ინფრასტრუქტურა საქართველოს საშუალებას მისცემს, მზარდ სატრანსპორტო ნაკადებს მოემსახუროს და რეგიონში თავისი კონკურენტული უპირატესობა გააძლიეროს. ამ მიზნების მისაღწევად ხელისუფლება კომპლექსურ ნაბიჯებს დგამს. რკინიგზის მოდერნიზაცია, ახალი ვაგონებისა და ლოკომოტივების შეძენა, გამტარუნარიანობის გაზრდა, საგზაო ქსელის გაუმჯობესება და საზღვაო პორტების განვითარება, ერთიანი გეგმის ნაწილია. საქართველოს რკინიგზის გამტარუნარიანობის 2029 წლისთვის 15 მილიონი ტონიდან 29 მილიონ ტონამდე გაზრდის მიზანი ნათლად აჩვენებს, რამდენად მასშტაბურად ვითარდება ქვეყნის სატრანსპორტო შესაძლებლობები.

ამ პროცესში განსაკუთრებულია ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრისა და ვიცე-პრემიერის, მარიამ ქვრივიშვილის, აქტიური ჩართულობა და დაუღალავი შრომა. მისი ხელმძღვანელობით მიმდინარე სამუშაო პროცესი ემსახურება იმას, რომ საქართველომ მსოფლიოში არსებული გეოპოლიტიკური და ეკონომიკური ცვლილებები სასარგებლოდ გამოიყენოს. დღეს, როდესაც საერთაშორისო ვაჭრობაში სატრანსპორტო დერეფნების მნიშვნელობა სულ უფრო იზრდება, მნიშვნელოვანია, ქვეყანამ დროულად განავითაროს ინფრასტრუქტურა, მოიზიდოს ინვესტიციები და ახალი შესაძლებლობები შექმნას.

სწორედ ამ მიზანს ემსახურება ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტი და სატრანსპორტო ქსელის განვითარება. ეს საქართველოსთვის მხოლოდ ინფრასტრუქტურული პროექტები არ არის ეს არის შესაძლებლობა, ქვეყანამ უკეთ გამოიყენოს თავისი სტრატეგიული მდებარეობა, მოიზიდოს მეტი ტვირთი და ინვესტიცია, გააძლიეროს ეკონომიკა და საერთაშორისო სატრანზიტო სისტემაში უფრო მნიშვნელოვანი ადგილი დაიკავოს. ვიცე-პრემიერ მარიამ ქვრივიშვილის აქტიური მუშაობაც სწორედ ამ შესაძლებლობების რეალიზებასა და საქართველოსთვის მაქსიმალური ეკონომიკური სარგებლის მოტანას ემსახურება“, - წერს სოციალურ ქსელში ექსპერტი.