სპორტის მინისტრი ლეგენდარულ კალათბურთელ დუაით ჰოვარდს შეხვდა
საქართველოს სპორტის მინისტრი შალვა გოგოლაძე ლეგენდარულ კალათბურთელ დუაით ჰოვარდს შეხვდა.
სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე ქართული სპორტის წარმატებებზე ისაუბრეს. მხარეებმა საქართველოში კალათბურთის უფრო მეტად განვითარების პერსპექტივაზე და შესაძლო საერთო პროექტებზეც იმსჯელეს.
დუაით ჰოვარდი NBA-ს გამარჯვებული და „All Star-ის“ რვაგზის მონაწილეა. ლეგენდარული კალათბურთელი საქართველოში „ბლექ ფორტრეს თბილისის“ შემადგენლობაში სათამაშოდ ჩამოვიდა.