სამცხე-ჯავახეთის უნივერსიტეტმა მეცნიერების რეგიონულ ფესტივალს - „მეცნიერების ქალაქი“ უმასპინძლა
სამცხე-ჯავახეთის უნივერსიტეტმა მეცნიერების რეგიონულ ფესტივალს - „მეცნიერების ქალაქი“ უმასპინძლა.
საგანმანათლებლო დაწესებულებების, სკოლების, პარტნიორი ორგანიზაციებისა და კერძო სექტორის სამეცნიერო და ინოვაციური პროექტები იყო წარმოდგენილი. სიტყვით გამოსვლისას განათლების მინისტრის მოადგილემ რეფორმის ძირითად საკითხებზე ილაპარაკა.
ყურადღება გაამახვილა მეცნიერების პოპულარიზაციასა და კვლევებში ახალგაზრდების ჩართვაზე.
ფესტივალზე ზვიად გაბისონიამ სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლები და მეცნიერები დააჯილდოვა.