პეტერ მადიარი: ამ უაზრო ნგრევისა და გაუმართლებელი ძალადობის ფონზე, ალბათ ყველასთვის გასაგები გახდა, რატომ უჭერს მხარს უნგრეთი მიგრაციის მიმართ მაქსიმალურად მკაცრ მიდგომას

პეტერ მადიარი: ამ უაზრო ნგრევისა და გაუმართლებელი ძალადობის ფონზე, ალბათ ყველასთვის გასაგები გახდა, რატომ უჭერს მხარს უნგრეთი მიგრაციის მიმართ მაქსიმალურად მკაცრ მიდგომას

ამ უაზრო ნგრევისა და გაუმართლებელი ძალადობის ფონზე, ალბათ ყველასთვის გასაგები გახდა, რატომ უჭერს მხარს უნგრეთი მიგრაციის მიმართ მაქსიმალურად მკაცრ მიდგომას, - აცხადებს უნგრეთის პრემიერი პეტერ მადიარი საფრანგეთსა და ალბანეთში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით.

როგორც ის აღნიშნავს, ყველა ღონე უნდა გამოიყენონ, რათა შვილებსა და შვილიშვილებს კონტინენტი შეუნარჩუნონ.

„ამ უაზრო ნგრევისა და გაუმართლებელი ძალადობის ფონზე, ალბათ ყველასთვის გასაგები გახდა, რატომ უჭერს მხარს უნგრეთი მიგრაციის მიმართ მაქსიმალურად მკაცრ მიდგომას და რატომ არ შევასუსტებთ ჩვენი საზღვრების დაცვასა თუ საიმიგრაციო პოლიტიკას ნებისმიერი სახის ზეწოლის მიუხედავად.

ჩვენ ყველა ღონე უნდა ვიხმაროთ, რათა ჩვენი კონტინენტი შევინარჩუნოთ შვილებისა და შვილიშვილებისთვის“, - დასძენს ის.