ზვიად შალამბერიძე ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ ზოვრეთის საჯარო სკოლის მოსწავლეებს შეხვდა
ტყიბულის, თერჯოლის, ზესტაფონისა და ბაღდათის მუნიციპალიტეტების დელეგატი, პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ზვიად შალამბერიძე ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ ზოვრეთის საჯარო სკოლის მოსწავლეებს შეხვდა.
ზვიად შალამბერიძე მოსწავლეებს პარლამენტის საქმიანობის და მისი ძირითადი ფუნქციების შესახებ ესაუბრა. პარლამენტის წევრმა, საპარლამენტო პროცესის მნიშვნელობასთან დაკავშირებით, ახალგაზრდებს კითხვებს უპასუხა.
მოსწავლეებმა პარლამენტის სასახლე და ექვთიმე თაყაიშვილის სახელობის ქართული პარლამენტარიზმის მუზეუმი დაათვალიერეს.
პლენარულ სხდომათა დარბაზში ახალგაზრდებს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ვოლსკი მიესალმა.