Bloomberg: თურქეთმა თავდასხმების გახშირების გამო შავ ზღვაში გემების გადაადგილება შეზღუდა, თუმცა ეს საქართველოს პორტებისკენ მიმავალ გემებს არ ეხება
თურქეთმა თავდასხმების გახშირების გამო შავ ზღვაში გემების გადაადგილება შეზღუდა, თუმცა ეს საქართველოს პორტებისკენ მიმავალ გემებს არ ეხება, - წერს Bloomberg-ი წყაროებზე დაყრდნობით.
როგორც გამოცემა აღნიშნავს, თურქულმა მხარემ რუსეთის ნოვოროსიისკის პორტისკენ მიმავალ რამდენიმე გემს აცნობა, რომ ტრანზიტის ნებართვების გაცემა შეჩერებულია და დარდანელის სრუტის გავლის თაობაზე განაცხადების დასამუშავებლად დამატებითი დროა საჭირო.
Bloomberg-ის განმარტებით, შეზღუდვები არ შეხებია ბულგარეთის, რუმინეთის, საქართველოსა და თურქეთის პორტებისკენ მიმავალ გემებს.
ამასთან, თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჰაქან ფიდანმა განაცხადა, რომ ანკარამ უკრაინასა და რუსეთს მოუწოდა, შავ ზღვაში სავაჭრო გემებზე დარტყმებზე მორატორიუმი დააწესონ.