CENTCOM: ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის ძალებმა ირანიდან ახლო აღმოსავლეთში დისლოცირებულ აშშ-ის ძალების მიმართულებით რამდენიმე ბალისტიკური რაკეტა გაუშვეს

CENTCOM: ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის ძალებმა ირანიდან ახლო აღმოსავლეთში დისლოცირებულ აშშ-ის ძალების მიმართულებით რამდენიმე ბალისტიკური რაკეტა გაუშვეს

აშშ-ის შეიარაღებული ძალების ცენტრალური სარდლობის (CENTCOM) ინფორმაციით, ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა ახლო აღმოსავლეთში დისლოცირებული ამერიკული ჯარის მიმართულებით ბალისტიკური რაკეტები გაუშვა.

როგორც CENTCOM-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, ამით რევოლუციის გუშაგთა კორპუსს ამერიკაზე მოულოდნელი თავდასხმის განხორციელება სურდა, თუმცა უშედეგოდ.

„დღეს, აღმოსავლეთის დროით 17:45 საათზე, ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის ძალებმა ირანიდან ახლო აღმოსავლეთში დისლოცირებულ აშშ-ის ძალებზე მოულოდნელი თავდასხმის მცდელობისას რამდენიმე ბალისტიკური რაკეტა გაუშვეს. ირანის მიერ გაშვებული ყველა რაკეტა წარმატებით იქნა ჩამოგდებული. აშშ-ის ძალები კვლავაც სრულ საბრძოლო მზადყოფნაში არიან და მაღალი დონის სიფხიზლეს ინარჩუნებენ“, - აღნიშნეს აშშ-ის ცენტრალურ სარდლობაში.