Euractiv: ისლანდია ბრიუსელს მოუწოდებს ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ რეფერენდუმში არ ჩაერიოს

Euractiv: ისლანდია ბრიუსელს მოუწოდებს ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ რეფერენდუმში არ ჩაერიოს

Euractiv-ის ცნობით, ისლანდიის მთავრობამ ბრიუსელს მოუწოდა, ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ ქვეყანაში დაგეგმილ რეფერენდუმში არ ჩაერიოს.

გამოცემის ინფორმაციით, რეიკიავიკს სურს, რომ კენჭისყრის პროცესი უცხოური თუ საგარეო გავლენისგან სრულიად თავისუფალი იყოს.

როგორც Euractiv-ი წერს, ისლანდიის ხელისუფლებამ ბრიუსელს აცნობა, რომ ნებისმიერი სახის აგიტაციამ ან პროცესში ჩარევამ შესაძლოა საზოგადოებაში საპირისპირო რეაქცია გამოიწვიოს.

ისლანდიაში ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ რეფერენდუმი 29 აგვისტოს არის დაგეგმილი.