აშშ-ში საქართველოს საელჩოს თანაორგანიზებით, მეღვინეობა „Horton Vineyards“-ში, ქართული კულტურის პოპულარიზაციის მიზნით, რქაწითელის ფესტივალი გაიმართა

აშშ-ში საქართველოს საელჩოს თანაორგანიზებით, მეღვინეობა „Horton Vineyards“-ში, ქართული კულტურის პოპულარიზაციის მიზნით, რქაწითელის ფესტივალი გაიმართა

აშშ-ში საქართველოს საელჩოს თანაორგანიზებით, ვირჯინიის შტატში მეღვინეობა „Horton Vineyards“-ში, ქართული კულტურის პოპულარიზაციის მიზნით, რქაწითელის ფესტივალი გაიმართა.

ღონისძიების სტუმრებს აშშ-ში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, თამარ ტალიაშვილი მიესალმა. ხაზი გაესვა საქართველოს მდიდარ კულტურულ მემკვიდრეობასა და მეღვინეობის უძველეს ტრადიციას.

ღონისძიებას აშშ-ს მონტიჩელოსა და შენანდოას ველების რეგიონებში რქაწითელისა და საფერავის მწარმოებელი ხუთი მეღვინეობა და ღვინის ამერიკელი მოყვარულები ესწრებოდნენ. ღონისძიების სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ გასცნობოდნენ ქართული ღვინის კულტურის შესახებ საინფორმაციო მასალას, ასევე დაეგემოვნებინათ როგორც ვირჯინიაში მოყვანილი ყურძნისგან დამზადებული, ისე საქართველოდან იმპორტირებული რქაწითელი, საფერავი და ქართული სამზარეულოს კერძები.