დავით მათიკაშვილი: ბოლო რამდენიმე წელია ჩვენ ვხედავთ აღვირახსნილ თავდასხმას ქართველ ხალხზე, რომელიც NGO-ების, მათი პატრონებისა და აგენტურული ოპოზიციის მხრიდან ხდებოდა

დავით მათიკაშვილი: ბოლო რამდენიმე წელია ჩვენ ვხედავთ აღვირახსნილ თავდასხმას ქართველ ხალხზე, რომელიც NGO-ების, მათი პატრონებისა და აგენტურული ოპოზიციის მხრიდან ხდებოდა

ბოლო რამდენიმე წელია ჩვენ ვხედავთ აღვირახსნილ თავდასხმას ქართველ ხალხზე, რომელიც NGO-ების, მათი პატრონებისა და აგენტურული ოპოზიციის მხრიდან ხდებოდა, - განაცხადა საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ დავით მათიკაშვილმა.

დეპუტატმა ლევან მაჭავარიანის წერილი შეაფასა.

„ბოლო რამდენიმე წელია ჩვენ ვხედავთ აღვირახსნილ თავდასხმას ქართველ ხალხზე, რომელიც NGO-ების, მათი პატრონებისა და აგენტურული ოპოზიციის მხრიდან ხდებოდა. ყველაფერი ხელის გულზე დევს, როგორ ცდილობდნენ გამჭვირვალობის კანონისთვის რუსულის იარლიყი მიეწებებინათ, ამით საზოგადოება გამოეყვანათ ქუჩაში და ის დავალება განეხორციელებინათ, რომელიც დავალების მიმცემებისგან არის ნაკარნახევი.

ეს არის არჩეული, ხალხისათვის სანდო ხელისუფლების ცვლილება იმ აგენტურული ხელისუფლებით, რომელიც მარტივად განახორციელებდა ყველა იმ მიზანს, რაც დავალების მიმცემებისგან მომდინარეობს. აგენტურა მოქმედებს ყოველთვის ისე, როგორ დავალებასაც მათ აძლევენ“, - აღნიშნა მათიკაშვილმა.