SKILLWILL შვეიცარიული კოლეჯი European Alliance for Apprenticeships (EAfA)-ის წევრი გახდა
SKILLWILL შვეიცარიული კოლეჯი European Alliance for Apprenticeships (EAfA)-ის წევრი გახდა!
EAfA ევროკომისიის ინიციატივაა, რომელიც ევროპაში პროფესიული განათლებისა და პრაქტიკული სწავლების განვითარებას უწყობს ხელს და აერთიანებს საგანმანათლებლო დაწესებულებებს, დამსაქმებლებსა და საერთაშორისო პარტნიორებს.
ამ ქსელში გაწევრიანება SKILLWILL-ს აძლევს შესაძლებლობას:
კიდევ უფრო გააძლიეროს საერთაშორისო პარტნიორობები;
გაიზიაროს ევროპული გამოცდილება და საუკეთესო პრაქტიკა;
კიდევ უფრო დააახლოოს პროფესიული განათლება ევროპულ სტანდარტებთან;
სტუდენტებს შესთავაზოს პრაქტიკაზე ორიენტირებული განათლების კიდევ უფრო მეტი შესაძლებლობა
SKILLWILL აგრძელებს განვითარებას და გვჯერა, რომ ხარისხიანი განათლება საერთაშორისო თანამშრომლობას, ინოვაციასა და მუდმივ პროგრესს ეფუძნება.