SKILLWILL Swiss College-ისა და საქართველოს ბიზნეს ასოციაციის (BAG) პარტნიორობით ხელოვნური ინტელექტის ტრენინგი გაიმართა
SKILLWILL Swiss College-ისა და საქართველოს ბიზნეს ასოციაციის (BAG) პარტნიორობით, წევრი კომპანიების ტოპ მენეჯმენტისა და ხელმძღვანელი პირებისთვის ხელოვნური ინტელექტის ერთდღიანი ინტენსიური ტრენინგი გაიმართა
8-საათიანი პრაქტიკული სესიის ფარგლებში მონაწილეებმა იმსჯელეს AI-ის სტრატეგიულ ინტეგრაციაზე ბიზნესპროცესებში, ოპერაციული ეფექტიანობის ზრდასა და თანამედროვე მართვის მიდგომებზე
ტრენინგს უძღვებოდა ნიკა ყოჩიაშვილი — ხელოვნური ინტელექტისა და ბიზნესპროცესების ავტომატიზაციის მიმართულების ექსპერტი
პროგრამა აერთიანებდა:
წამყვანი გლობალური ორგანიზაციების IBM, McKinsey, PwC კვლევებს
უმსხვილესი საერთაშორისო ბრენდების JPMorgan, Allianz, WPP რეალურ მაგალითებს
AI-ის გამოყენების პრაქტიკულ ქეისებს
Custom GPT-ისა და Gemini Gem-ის დემონსტრაციას
ორგანიზაციებისთვის 90-დღიანი სამოქმედო გეგმების შექმნას