მსოფლიოში ერთ-ერთმა ყველაზე ცნობილმა ყავის ბრენდმა - Starbucks-მა საქართველოში ოპერირება ოფიციალურად დაიწყო
თბილისში Starbucks-ის პირველი ობიექტი გაიხსნა. მსოფლიოში ერთ-ერთმა ყველაზე ცნობილმა ყავის ბრენდმა საქართველოში ოპერირება ოფიციალურად დაიწყო.
გახსნის ცერემონიას მთავრობის, ბიზნესსექტორისა და კომპანიის წარმომადგენლები დაესწრნენ. პირველი ფილიალი ილია ჭავჭავაძის გამზირის №37-ში მდებარეობს და უკვე ემსახურება მომხმარებლებს.
ობიექტში ათეულობით ადამიანია დასაქმებული. იგეგმება ქსელის ეტაპობრივი გაფართოება.
"ძალიან ბედნიერები ვართ, რომ აქ ვართ. ამ ბაზარზე შემოსვლას მრავალი წლის განმავლობაში ვგეგმავდით, რადგან დიდ პოტენციალს ვხედავთ. საბოლოოდ გადავწყვიტეთ, რომ სწორედ ახლა იყო ამისთვის შესაფერისი დრო.
ვხედავთ, რომ საქართველოში ყავის კულტურა ძლიერია, მომხმარებლებს უყვართ ჩვენი ბრენდი.
თავდაპირველად განვითარებას თბილისში დავიწყებთ. მომდევნო 12–18 თვის განმავლობაში აქ კიდევ რამდენიმე ფილიალს გავხსნით,"- აღნიშნა | Alshaya Group-ის აღმასრულებელმა დირექტორმა ჯონ ჰადენიმ.